![]() კახეთში სპეცოპერაცია „რთველი 2010“ დაიწყოკახეთში, რთველს წინ პოლიციის გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია უძღვის, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ღვინის ქარხანამ ჩაიბაროს ყურძენი, თუნდაც მისი ბიზნესს ინტერესების საზიანოდ. სახელმწიფოს ინტერესი მარტივია, ყურძნის ჩაბარებისას მინიმუმამდე დავიდეს კახელი გლეხობის უკმაყოფილება, რომ ეს ყველაფერი, სოციალურ ბუნტში არ გადაიზარდოს. მეორე კვირაა, პოლიციელები, კუდ-ის და სოდ - ის თანამშრომლები სერიოზულ ზეწოლას ახდნენ კახეთში არსებულ ღვინის ქარხნების მეპატრონეებზე. ვრცლად |
კახეთში რთველი დაიწყო. საფერავის ჯიშის ყურძენს ღვინის კომპანია „გრუზ ვინ პრომი“, რომელიც სახელმწიფო...
ვრცლადრთველთან დაკავშირებით კახეთში პოლიციის თანამშრომლები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. სამართალდამცავებს...
ვრცლადსაქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1...
ვრცლადსაქართველო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ომის დროს იძულებით გადაადგილებული...
ვრცლადგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, კახეთის რეგიონში 6 სკოლა გაუქმდა....
ვრცლადსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010 - 2011 სასწავლო წლის დაწყებასთან...
ვრცლად|
|
| |
ყვარლიდან 5 კილომეტრში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20 ჰექტარზე ტყის მასივი იწვის. ხანძარი ტყეში 5 სექტემბერს 15:00 საათზე შენიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ყვარლიდან, რაიონში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც ხანძრის გავრცელების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს. ადგილზე კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
გარემოს დაცვის ინსპექციამ 21 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით, ტყის კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საგარეჯოს სატყეო უბანი შეამოწმა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა უკანონოდ მოჭრილი და დატაცებული სხვადასხვა ჯიშის 2066,03 მ3 ხე-ტყე. გარემოს დაცვის ინსპექციის ინფორმაციით, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 155 000 ლარი შეადგინა.
უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხული სტუდენტების სია 10 სექტემბრამდე გამოქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს დაფინანსება ოთხი გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სკოლებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო. რესურსცენტრების წარმომადგენლებისა და საჯარო სკოლების დირექტორთა მიერ სახელმძღვანელოების გატანა ბელიაშვილის ქუჩის 5 ნომერში მდებარე მანეჟიდან, 2 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას XXI საუკუნის ქართული სოფლების შექმნის იდეაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პატრიარქის განცხადებით, თანამედროვე სოფლის შექმნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოდან 20 კილომეტრში. თუშეთიდან ალვანისკენ მომავალი ნივის მარკის ავტომანქანა დაახლოებით 70 მეტრ სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. მანქანაში მყოფი სამივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსის, „დეკანტერის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოდან „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი გიორგი სალაყაია იყო მიწვეული.
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, „დარბის ყველაწმინდის“ ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და VIII საუკუნით თარიღდება. ეკლესიასთან უახლოეს მომავალში მამათა მონასტრის დაარსება იგეგმება.
ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „გურჯაანმა“ მსოფლიო ფოლკლორის 27-ე ფესტივალზე, რომელიც იტალიაში ჩატარდა, პირველი ადგილი აიღო.
გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, პანკისის ხეობაში, მდინარეებსა და ხევებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყებას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმ მაკგოლდრიკი კახეთის გუბერნატორთან ერთად დაესწრო.
შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს ილია ნატროშვილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტის, კონსერვატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ბიკაშვილის ცემაში ადანაშაულებენ.
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ინგრევა. სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ჭერი მთლიანად ჩამოექცა, მე-9 საუკუნეშია აშენებული.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||














